გერმანიამ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე უარი თქვა – Politico

გერმანიის მთავრობამ უარი თქვა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე. Politico-ს მტკიცებით, ოფიციალური ბერლინი შიშობს, რომ ისრაელი გერმანულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიარაღების ექსპორტის შესახებ გადაწყვეტილებას გერმანიის უშიშროების ფედერალური საბჭო იღებს, რომელიც მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგება.

როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, ისრაელისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა შეიკავეს. მათ სურდათ მიეღოთ გარანტიები, რომ გერმანული იარაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული.

მსგავსი თემები