რუსმა ოკუპანტებმა ოდესის პორტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი. ყველა მათგანი პორტის თანამშრომელია.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო გემები: ბელიზის და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი ხომალდები. ასევე, თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, კერძოდ მარცვლეულის საწყობი.

მსგავსი თემები