სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი შეეჯახა და ვაგონები მდინარეში გადავარდა – არის მსხვერპლი

სამხრეთ ეგვიპტეში, კაიროში მიმავალ სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი უკნიდან შეეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 20 ადამიანი. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი მდინარეში გადავარდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შეჯახების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი თემები