ძლიერი ქარიშხლის შედეგად ბრაზილიაში რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ქარიშხალმა ასევე შექმნა წყალმომარაგების პრობლემებიც. ქარიშხლის სიჩქარე 100 კმ/სთ იყო და ძირითადად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა.
სტიქიას დედაქალაქში, ერთი ჯარისკაციც ემსხვერპლა. ასევე, მედიის ცნობით, ბრაზილიელ დეპუტატებს კონგრესის ქვედა პალატაში ყოფნის დროს ქოლგების გამოყენება დასჭირდათ, რადგან შენობის სახურავიდან წყალმა გაჟონა.