გროზნოში ავტოგასამართ სადგურზე გაზის ავზი აფეთქდა- დაიღუპა 4 ადამიანი

გროზნოში ავტოგასამართ სადგურზე გაზის ავზის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორი ორი ბავშვია. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აფეთქების ტალღამ ავზი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაისროლა, რამაც შენობის ნაწილი დააზიანა. ასევე დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.

ადგილზე 900 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა.

 

მსგავსი თემები