„მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ოპოზიციას თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. მისივე განცხადებით, ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა.