საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს. თამაში ქართველმა ფეხბურთელებმა დაიწყეს.
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.