აზერბაიჯანი, საქართველოსთან სადავო ტერიტოიის გადაწყვეტას საბჭოთა რუკის მიხედვით გეგმავს

აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოსთან საზღვრის სწრაფი დემილიტარიზაციის მომხრეა, რაც ტერიტორიული დავის შეჩერებას გულისხმობს. აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ გააკეთა.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. თავის მხრივ აზერბაიჯანი ამისთვის მზად არის. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი წყდება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ასევე ურთიერთ კოორდინაციის ფარგლებში ორმხრივ ფორმატში. ტარდება სახელმწიფო კომისიის სხდომები. ამ დროისთვის ჩატარებულია 11 ამგვარი სხდომა. საერთო ჯამში, სახელმწიფო საზღვრის 480 კილომეტრიდან 314 შეთანხმებულია სახელმწიფო კომისიის ფარგლებში. საზღვრის 166 კილომეტრს კი ექსპერტების დონეზე სწავლობენ“, – განაცხადა აბდულაევამ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან არის 1938 წლის რუკა.

“ეს რუკა არის დოკუმენტი, რომელიც მიიღეს აზერბაიჯანის და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებმა. 1942 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუკის შექმნის შესახებ მასშტაბით 1:100000. ამას გარდა, არსებობს რუკა, რომელიც 1963 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუკას ეყრდნობიან. ამ დრომდე ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები