„გვამრავლოს ღმერთმა, აუცილებლად გავიმარჯვებთ!“- ქომაგების განწყობა მატჩამდე 

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ქართველი ქომაგები მსვლელობას მართავენ. გულშემატკივრები ქალქის ქუჩებში გადაადგილდებიან და მოედნამდე მსვლელობით მიდიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ დღეს საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს.

„სასწაული განწყობაა, ოთხი შვილით ვარ ჩამოსული და მინდა სულით და გულით ვუგულშემატკივრო საქართველოს. საუკეთესო ფორმაშია საქართველოს ნაკრები, რაც კი ოდესმე ყოფილა.ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიდი გამარჯვებით“- ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

საქართველოდან ჩასულ ქომაგებს შორის არიან ემიგრანტებიც, რომლებიც პოზნანში საკუთარი ქვეყნის ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.

„საქართველოში მგონია თავი, გვამრავლოს ღმერთმა აუცილებლად გავიმარჯვებთ, მიყვარხართ“

მსგავსი თემები