ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მანქანა ამობრუნდა

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად 40 წლამდე კაცი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალქალქის კლინიკაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობიილზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მსგავსი თემები