“ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა “- ივანიშვილი

“ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა – გახსოვთ რაც ხდებოდა? გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში?გახსოვთ როგორ ძალადობდნენ?“-განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება.

“ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა – გახსოვთ რაც ხდებოდა? გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში?გახსოვთ როგორ ძალადობდნენ? – 3 000 პრობაციონერი ჰყავდა საქართველოს მხოლოდ. დღეს საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში, რამდენადაც ის არ ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე და ეს საამაყოა, რა თქმა უნდა. სამოქალაქო თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. თავისუფალი მოქალაქეები ქმნიან ბიზნესს, თავისუფალი მოქალაქეები ახერხებენ ქვეყანას წარმატება მოუტანონ და ნახეთ, როგორი შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. სიღარიბის გაუმჯობესებით, 12 წელში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია საქართველო – ნუ დაგვავიწყდება ხალხო, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მსგავსი თემები