“კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე”- კალაძე

“კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე- „ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის განცხადებით, 2012 წლამდე რეჟიმს, რომელიც ძალადობაზე იყო დაფუძნებული,“დემოკრატიის შუქურად” აფასებდნენ დასავლეთში.

“ისიც გვახსოვს, 2012 წლამდე რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები “დემოკრატიის შუქურას”. ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინაშე ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული, ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული, ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო, როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად, დაუფარავად, ყველას თვალწინ, მაგრამ გაძლევთ პირობას ჩემო აჭარლებო, რომ საქართველო წარსულში არ დაბრუნდება არასდროს. ჩვენ ვივლით მხოლოდ და მხოლოდ წინ. დემოკრატიით, განვითარებით, მშვიდობითა და წინსვლით.

რაც ხდებოდა 2012 წლმადე საქართველოში, ამ ყველაფერს “დემოკრატიის შუქურად” აფასებდნენ დასავლეთში. რატომ? პასუხი მარტივია- კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე. აქაც მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ეს ასე იყო 2012 წლის შემდეგ, ასეა დღესაც და ასე იქნება მომავალშიც”- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები