ფლორიდის შტატში დატბორილ დასახლებულ პუნქტებს ნიანგები აფარებენ თავს

აშშ-ში ფლორიდის შტატში, ქარიშხალ “მილტონის” შედეგად დატბორილ დასახლებულ პუნქტებს ნიანგები აფარებენ თავს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ უზარმაზარი ნიანგი მათ მანქანას დაესხა თავს, როდესაც ის ადიდებულ წყალში იძირებოდა.

ველური ბუნების ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ცხოველები დასახლებულ ადგილებში გადადიან თავშესაფრის საძებნელად. ქარიშხლის შედეგად მიღებული სტრესის გამო კი შესაძლოა უფრო აგრესიულები გახდნენ.

ექსპერტების განმარტებით, წყლის კალაპოტის აწევა ნიანგებს საშუალებას აძლევს აქამდე მიუწვდომელ და უცნობ ადგილებში გადავიდნენ. მათ შორის, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ისინი აქამდე არ ხვდებოდნენ.

ქარიშხალი “მილტონი” ფლორის შტატში კვლავ მძვინვარებს. შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი გასულ ღამეს დაატყდა თავს, მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია ან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

მსგავსი თემები