ევროკავშირის საბჭო უკრაინას 35 მილიარდ ევროს კრედიტს გამოუყოფს

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თანხები „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში იქნა მოძიებული, რაც, თავის მხრივ, გაყინულ რუსულ აქტივების ხარჯზე მოხდა.

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმიც დაამტკიცა, რომელიც უკრაინას 45 მილიარდი ევროს ოდენობის უკვე არსებული კრედიტის დაფარვაში დაეხმარება. ამ თანხის დაფარვაც გაყინული რუსული აქტივების მეშვეობით მოხდება.

ევროკავშირი გეგმავს, რომ ახალი კრედიტი უკრაინისთვის ხელმისაწვდომი წელსვე გახდეს, ხოლო არსებული ვალის დაფარვა მაქსიმუმ 45 წლის მანძილზე მოხდეს.

მსგავსი თემები