ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა

ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ, ვისაც ახალი კანონი შეეხო, საპატიმრო ცოტახნის წინ დატოვეს. 4 800-მდე მსჯავრდებულს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

,,ძალიან ჰუმანური აქტი გააკეთეს და უკვე მეორედ თუ მესამედ გააკეთეს. მაშინდელი რეჟიმი რომ იყო საშინელება, ისეთი არ არსებობს არაფერი. სიწყნარე, სიმშვიდე, ყურადღება – ყველაფერია. აბსოლუტურად ყველასი მადლობელი ვარ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ასე გაგვათავისუფლეს”, – აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ,,ამნისტიის შესახებ” კანონი 17 სექტემბერს მიიღო.

მსგავსი თემები