ორბელიანების სასახლეში გახარიას პარტიის ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

ორბელიანების სასახლეში კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები – ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბერდია სიჭინავა მივიდნენ. შეხვედრაზე იმყოფება გიორგი გახარიაც, თუმცა ის მედიასთან არ გამოჩენილა და სასახლეში სავარაუდოდ, სხვა შესასვლელიდან შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები 7 ოქტომბერს, ,,კოალიცია ცვლილებების” ლიდერებთან შეხვედრით დაიწყო. პრეზიდენტს გუშინ  „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც.

მსგავსი თემები