VIDEO: „ცოტა სუსტიაო“ – შსს ავრცელებს ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომლებშიც ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირები ფიგურირებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს ავრცელებს ფარულ ვიდეოჩანაწერს, რომლებშიც ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირები ფიგურირებენ.

მსგავსი თემები