მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – რა კადრებს ავრცელებს პოლონეთის პოლიცია

პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 43 წლის ქართველს მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, 39 წლის კაცი კი თანამზრახველობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 43 წლის კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.

პოლონეთის პოლიცია ავრცელებს კადრებს, როგორც მიდის ქართველი მანქანისკენ სადაც ახალგაზრდა წყვილი ზის და მათი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით ისვრის.

სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს 3 თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები