ისრაელის განცხადებით, სავარაუდოდ, „ჰეზბოლას“ ახალი მეთაურიც მოკლულია

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განაცხადებით,  მოკლულია “ჰეზბოლას” ახალი მეთაური. მისივე განმარტებით, „ჰეზბოლას“ მეთაური  ჰაშემ საფიედდინი,  სავარაუდოდ, გასულ კვირას ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.

„ჰეზბოლას“ ლიდერი არ ჰყავს. ნასრალა განადგურებულია, მისი ჩამნაცვლებელიც სავარაუდოდ ასევე განადგურებულია. არავინაა გადაწყვეტილებების მისაღებად, არავინაა სამოქმედოდ. ქმედებებს, რომლებსაც ვახორციელებთ, მთლიანად შუა აღმოსავლეთში აკვირდებიან. როდესაც ლიბანში კვალი გაიწმინდება, ირანში გაიაზრებენ, რომ მათ თავისი ყველაზე ძვირფასი აქტივი დაკარგეს, რომელიც „ჰეზბოლაა”, – აღნიშნა გალანტმა.

მსგავსი თემები