“უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება”- ჯოზეფ ბორელი

“უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება” – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რეჟიმის დაწესებას.

„ეს წინასწარგანზრახული მავნე ქმედებები რუსეთის ფართო, კოორდინირებული ჰიბრიდული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების გაყოფას, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების

დესტაბილიზაციას და უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერისა და მისი თავდაცვის უნარის დასუსტებას. ეს სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს: ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ, რათა ამ ქმედებებს დავუპირისპირდეთ და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცე და ურყევი დარჩება იქამდე, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

მსგავსი თემები