“გამორიცხულია, საქართველოს ნაკრებში ვიღაც პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს”- ზივზივაძე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მიიჩნევს, რომ გუნდში პოლიტიკის გამო არ იჩაგრებიან.

“ჩემი აზრით, გამორიცხულია, საქართველოს ნაკრებში ვიღაც პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს. მე ეგრე მჯერა, ეგრე რომ არ მჯეროდეს, მე იქ არ ვიქნებოდი. თუ გონიათ, რომ საქართველოს ნაკრებში ეგეთი რაღაც ხდება და მსგავსი მიზეზით ადამიანებს სჯიან, მაშინ საქართველოს ნაკრებს არ უგულშემატკივრონ.მიქაუტაძემ მეტი ითამაშა- გვიყვარს ჩვენი ბომბარდირი ” – ამბობს ზივზივაძე.

მსგავსი თემები