ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე 10 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პაციენტს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება, მიმდინარეობს გამოკვლევა და მეთვალყურეობა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ. 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

მსგავსი თემები