,,თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, 15 დღეში ომი დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს” – ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბურ ომში.

„თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, 15 დღეში ომი დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს“, – აღნიშნა ბორელმა.

ბორელი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ „როდესაც დრო მოვა“ სამშვიდობო მოლაპარაკებები წარიმართოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ხელსაყრელი პირობებით.

მსგავსი თემები