,,დამოუკიდებელი მედიის პირადი საქმეა, რა წესებს მიჰყვება” – ჰერჩინსკი

,,დამოუკიდებელი მედიის პირადი საქმეა, რა წესებს მიჰყვება”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ,,ქართული ოცნების” მოთხოვნაზე, კრიტიკული მედიის ეთერში მისი პროპაგანდისტული საარჩევნო ვიდეორგოლის გასვლასთან დაკავშირებით. 

,,ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან ეს არის დემოკრატიული სისტემის წინაპირობა. მედიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სურს და რა არ სურს, რა განცხადებებს ეთანხმება რა რას არ ეთანხმება. დამოუკიდებელი მედიის პირადი საქმეა, რა წესებს მიჰყვება”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები