მექსიკის შტატ გერეროს დედაქალაქის მერი თანამდებობის დაკავებიდან ექვსი დღის შემდეგ მოკლეს. ალეხანდრო არკოსი გასულ კვირას ჩილპანსინგოს მერი გახდა, რომელსაც დაახლოებით 280,000 მოსახლე ჰყავს და მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
თავდაპირველად მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ფაქტი ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით ქალაქის მთავრობის მდივანიც მოკლეს.