,,ისრაელის დასაცავად ფინანსური ინვესტიციები ათჯერ უფრო მეტი იქნება, ეს კი რუსეთს უკრაინაში წინსვლას გაუადვილებს” – ვუჩიჩი

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ახლო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში დასავლეთის პოზიციაზე ნეგატიურად აისახება.

როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში დასავლეთის მიერ ისრაელისთვის გაწეული დახმარება უკრაინის დახმარების მოცულობას საგრძნობლად გადააჭარბებს.

„ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დასაცავად ფინანსური ინვესტიციები ათჯერ უფრო მეტი იქნება, ეს კი რუსეთს უკრაინაში წინსვლას გაუადვილებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით მოგვარებას უჭერს მხარს.

მსგავსი თემები