დადიანის ქუჩაზე, სკოლის აშენების მოთხოვნით, მშობლებმა გზა გადაკეტეს

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი სკოლის დაჩქარებულ რეჟიმში მშენებლობას ითხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ შენობა 5 წლის წინ დაანგრიეს და ამ დრომდე, არ აუშენებიათ.

ადგილზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა, თუმცა მშობლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. გადაკეტილი გზის სავალი ნაწილი პატრულმა გაათავისუფლა.

მსგავსი თემები