,,დღეის მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 მოქალაქე დადგა” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველის, საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 ემიგრანტი დარეგისტრირდა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

,,ის 128 000 მოქალაქე ხომ გახსოვთ, 26 სექტემბერს რომ იდგა საკონსულო აღრიცხვაზე? დღეს ეს რიცხვი 145 925-ია. მხოლოდ დღეს 3671 მოქალაქე დადგა აღრიცხვაზე და ხვალ კიდევ არის დრო!”, – წერს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები