“ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს დაესხნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო სოფელ კარდენახში, სადაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც პარტიის პრესსამსახური აცხადებს, მათ ლიდერებს თავს  “ქართული ოცნების” აქტივისტები დაესხნენ.

ამავე ცნობით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის ნიუ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

მსგავსი თემები