„ვინც ამტკიცებს, რომ ექიმები ავადმყოფებს წირავენ, ფსიქიკურად შესამოწმებელია“ – თენგიზ ცერცვაძე

„ჩვენმა პოსტებმა ანგაჟირებული ექსპერტების, ჩასაფრებული ადამიანების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ დიდი გაღიზიანება, ღვარძლი და ბოღმა გამოიწვია“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ამ ადამიანების გასაგონად, სათაურით: „ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში COVID აპოკალიფსი იყოს,“ მორიგ გზავნილს ავრცელებს.

„იმათ გასაგონად, ვისაც ჯიუტად სჯერა, ან უფრო ზუსტად ძალიან უნდა, რომ სჯეროდეს, ან გამოიგონოს მაინც, რომ ქვეყანაში COVID აპოკალიფსია, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარადაა მიტოვებული, ხოლო ქვეყნის მთავრობა და ექიმები ძირითადად იმით არიან დაკავებული, რომ ჯანმრთელი ადამიანები COVID-ის სახელით მოკლან?!?! ხოლო 15,060 COVID გარდაცვლილი მთლიანად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სინდისზეა და ამიტომ პასუხი უნდა აგონ?! კიდევ ერთხელ მოკლედ შევახსენებ:

ის ადამიანები (ვინც არ უნდა იყონ), რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და კონკრეტული ექიმები გამიზნულად წირავენ ავადმყოფებს COVID-ით გარდაცვალებისთვის?!?! არამარტო უკიდურესად ზნედაცემულები არიან, არამედ მათი ფსიქიკური მდგომარეობაც სერიოზულად შესამოწმებელია“ – ახადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტს მსოფლიოში გარდაცვალების სტატისტიკაც მოჰყავს და ყველას ურჩევს, ამ ციფრებს გადახედოს.

„ვისაც საქართველოს COVID სტატისტიკის ამერიკის, ევროპის და სხვა ქვეყნების COVID სტატისტიკასთან შედარება მასხარაობა ჰგონია და გაგონება არ უნდა?! ვურჩევ ნახონ მონაცემები შემდეგ ვებსაიტზე: https://www.worldometers.info/coronavirus/country/us/, სადაც თავის თვალით ნახავენ, რომ მსოფლიოს უძლიერეს და უძლიერესი ჯანდაცვის მქონე აშშ-ში:

ა.წ. 20 იანვარს COVID-გან გარდაიცვალა 3,245 ავადმყოფი,

ა.წ. 25 იანვარს – 3,089 ავადმყოფი,

ა.წ. 26 იანვარს – 3,434 ავადმყოფი,

ა.წ. 27 იანვარს – 3,161 ავადმყოფი,

ა.წ. 28 იანვარს – 2,832 ავადმყოფი,

ანუ აშშ-ში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო 5 დღეში COVID-ით გარდაიცვალა 15,761 ავადმყოფი – უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე“ – წერს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები