“დაიცავი 1 მოქალაქის 1 არჩევანი”- კანცელარიასთან აქცია იგეგმება

ორგანიზაცია “დაიცავის” დღეს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. მოქალაქეები საღამოს 17:00 საათზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ მისცეს უფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები და ერთიანობებიც.

“არამხოლოდ ემიგრაციაში, არამედ საქართველოშიც არის დიდი აქტიურობა ამ არჩევნებზე. დიდი აქტივობაა იმიტომ, რომ საჭიროა ეს აქტივობა. ალბათ ყველამ შეამჩნია, რომ ბევრი ხარვეზია, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხებს, მაგალითად საარჩევნო უბნების ნაკლებობა. ეს აქცია არის იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ კვირაში სადარაჯოზე ვიყოთ, ძალიან დიდი სიფრთხილით და რაც შეიძლება მეტი აქტივობით,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები