„გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდაა გამეტებული“ – მეუფე ნიკოლოზი

„ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. ამ ლინჩის წესის ტერმინოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომია, ყველამ შეიძლება ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს ლინჩის წესით გასამართლება“  -აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იგივეა, რაც ლინჩის წესით გასამართლება.

„ლინჩის წესი ნიშნავს სასამართლო პროცესის გარეშე განაჩენის გამოტანას. ყველა შესვლაზე სააკაშვილი უარესად და უარესადაა. რაც ბოლოს ჩემი თვალი ვნახე, ყოველგვარ ფარგლებსაა გადაცდენილი.  გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა“ – აღნიშნა მეუფემ ჟურნალისტებთან.

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

„განსაკუთრებით, რაც „ვივამედში“ გადაიყვანეს, ყოველ შესვლაზე ნაკლები და ნაკლები ადამიანი მხვდება. განსაკუთრებით ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს რომ ვიყავი შესული, მე ასეთი არ მინახავს ეს ადამიანი. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ჩემი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ზოგადად ასეთია და ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა“, – განაცხადა მეუფემ.

მსგავსი თემები