“ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა”- ზელენსკი

“ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება- მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ყველაფერი, რაც [გამარჯვების] გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს “გამარჯვების გეგმაში” წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება.

ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც “მშვიდობის გეგმით” არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები