“არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა”- ცესკოს გადაწყვეტილება, რომელიც უცხოეთში მყოფ მოქალქეებს ეხება

ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.

ოპოზიციის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტზე ცესკომ გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

„მე ვუერთდები კოლეგების მოწოდებებს იმის თაობაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ერთსულოვნება და ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში, რომლებიც კანონის შესაბამისად გაივლიან სათანადო პროცედურებს ან უკვე გაიარეს- საუბარია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე, საუბარია საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნებზე თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში რეგისტრაციის გავლაზე, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მისცემს ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილ ასობით ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ რეგისტრაციის მისამართი“- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

 

მსგავსი თემები