მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დამნაშავედ ცნეს ქალზე ძალადობაში

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალზე ძალადობაში ბრალდებული პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და ევროპის ჩემპიონი კრივში გიორგი ყუშიტაშვილი. მას ჯარიმის – 5150 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლო სხდომაზე, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართა, 29 წლის მოკრივემ წარდგენილი ბრალი აღიარა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

„ერთი წელი ველოდი ამ სხდომას. ვემზადებოდი სასამართლოში ჩვენების მისაცემად, მაგრამ რადგან ბრალდებულმა თავად აღიარა დანაშაული, ჩვენების მიცემა აღარ გახდა საჭირო“ – თქვა დაზარალებულმა.

გამოძიების თანახმად, 29 წლის გიორგი ყუშიტაშვილი, კრივში საქართველოს ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონი, წარსულში რუსეთში ნასამართლევი, გასული წლის 23 ოქტომბერს, თბილისში, ხომლელის ქუჩის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა ქალს.

მსგავსი თემები