აშშ ლიბანში დაზარალებულ მოსახლეობას 157 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აღნიშნული დაფინანსებით იძულებით გაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საჭიროებების დაკმაყოფილება მოხმარდება. დაფინანსება მათაც დაეხმარება, ვინც იძულებული გახდა მეზობელ სირიაში გადასულიყო“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლიბანსა და სირიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 386 მილიონი დოლარი გამოყო.

 

მსგავსი თემები