ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი მოზარდის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.

„ჩვენ შეშფოთებულებმა შევიტყვეთ სერიოზული დანაშაულის შესახებ, რომელიც დაუსჯელი დარჩა. კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, როცა ის 15 თუ 16 წლის იყო“, – ციტირებს France 24 ქვეყნის იუსტიციის მინისტრს სესარ სილესს.

მისი თქმით, გაუპატიურების შედეგად გოგონა დაფეხმძიმდა. შემდგომში მას ბავშვი შეეძინა, რომლის დაბადების მოწმობაში მამად 64 წლის ევო მორალესია ჩაწერილი.

ბრალდებას გამოეხმაურა თავად მორალესი. როგორც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ეს არის მოქმედი ხელისუფლების მცდელობა, რათა ის გააჩუმონ.

ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტი 2006 – 2019 წლებში იყო.

მსგავსი თემები