ბაღდათის მუნიციპალიტეტში ოჯახი დააყაჩაღეს და სახლში მყოფები სცემეს

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როხში, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირები სანიკიანების ოჯახში შეიჭრნენ და თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.

ამ დრომდე დაუდგენელი პირები ფიზიკურად  გაუსწორდნენ სახლში მყოფებს, რის გამოც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, შუახნის კაცი, კლინიკაშია მოთავსებული.

მეზობლების თქმით, სანიკიანების ოჯახში სამი ნიღბიანი შეიჭრა. დაზუსტებით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ნიღბიანებმა.

სოფელში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეიარაღებულ თავდამსხმელებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები