„მაცივრის კარი ბოქლომით იყო დაკეტილი“ – მამას 4 წლის შვილის შიმშილით სიკვდილში ადანაშაულებენ

მამაკაცს შვილის შიმშილით მოკვლაში ადანაშაულებენ. ახლა იგი ნაფიცი მსაჯულების წინაშე დგას და განაჩენს ელოდება. შემთხვევა 2021 წელს მოხდა. მაშინ ბრენდონის შვილი 4 წლის იყო.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ 31 წლის ბრენდონმა და მისმა მაშინდელმა მეუღლემ შიმშილით მოკლეს ბრენდონის 4 წლის შვილი. სასამართლო პროცესი სამშაბათს, 24 სექტემბერს დაიწყო. სიკვდილის მიზეზად შიმშილი ბავშვის გარდაცვალებიდან მალევე დადგინდა.

„ბენჯამინს ჰქონდა თვალსაჩინო დაზიანებები. მას თვალებზე და ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა და გამხდარი იყო. მისი ძვლების დანახვაც კი შესაძლებელი იყო“, – გაიხსენა სასამართლო პროცესზე ოფიცერმა, რომელმაც ბავშვი იპოვა.

ბრენდონმა უარყო ეს პრეტენზიები და ამტკიცებდა, რომ ბენჯამინს ჰქონდა ქცევითი პრობლემები, რამაც გამოიწვია მისი დაზიანება.

„ის შიმშილით გარდაიცვალა, მისი სიკვდილი მკვლელობად იქნა მიჩნეული“, – ამბობს მთავარი სამედიცინო ექსპერტი, კიმბერლი მოლინა. მოლინამ თქვა, რომ ბენჯამინი ბოლოს 12 კილოგრამს იწონიდა.

მსგავსი თემები