ჰამბურგში სასიკვდილო ვირუსის გავრცელების საშიშროებაა – დაკეტილია რკინიგზის მთავარი სადგური

ჰამბურგში, რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს. მიზეზი სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვირუს მარბურგის სიმპტომებით, სადგურიდან საავადმყოფოში ორი სტუდენტი გადაიყვანეს.

დაინფიცირებულებს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. სწორედ აფრიკის ცენტრში მდებარე ქვეყანაში დაადასტურა ჯანმომ, ცოტა ხნის წინ, მარბურგის შემთხვევები. სულ დაფიქსირებულია 26 ფაქტი, აქედან 8 გარდაცვალება. მარბურგი იშვიათი და სასიკვდილო ვირუსია, რომელიც იგივე ოჯახს მიეკუთვნება, როგორც ებოლა.

მსგავსი თემები