ჰამბურგში რკინიგზის სადგური დაიკეტა – მიზეზი სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელებაა

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, ჰამბურგში რკინიგზის სადგური დაიკეტა. ჰამბურგის მთავარი სადგურიდან, 2 სტუდენტი მომაკვდინებელი ვირუსის, მარბურგის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულს ღებინება და გრიპის სიმპტომები აღენიშნებოდა.

მედია წერს, რომ 26 წლის სტუდენტს რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც იმ პირთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით მარბურგის ვირუსი დაუფიქსირდა.

მსგავსი თემები