„ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა”- სალომე ზურაბიშვილი

“პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი  პლატფორმა X-ზე წერს.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ქართველი ხალხისადმი მხარდაწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ” – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი  ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

მსგავსი თემები