,,იარაღი უნდა გაჩუმდეს, დიპლომატიის ხმა კი, უფრო ხმამაღლა ისმოდეს, რომ ის ყველამ გაიგონოს” – ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საგანგებოდ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, ჟოზეფ ბორელმა ლიბანში სამხედრო ინტერვენციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სამხედრო აქტივობა ვითარებას მკვეთრად გააუარესებს.

„იარაღი უნდა გაჩუმდეს, დიპლომატიის ხმა კი, უფრო ხმამაღლა ისმოდეს, რომ ის ყველამ გაიგონოს. „ჰეზბოლა“ 8 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიას რაკეტებით ბომბავს. ეს უნდა შეწყდეს. ისრაელისა და ლიბანის სუვერენიტეტი კი გარანტირებული უნდა იყოს. ნებისმიერი სამხედრო ჩარევა სიტუაციას მკვეთრად გააუარესებს, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ“, – აღნიშნა ბორელმა.

მსგავსი თემები