,,ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით, ეს ასევე განსაზღვრავს შავის ზღვის უსაფრთხოებას და ამ ზღვის მომავალს, როგორც თანამშრომლობის, დაკავშირებადობისა და მშვიდობის ზღვისა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
,,დემოკრატიული და პროევროპული ძალები საქართველოში სულ იყვნენ. ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის უმრავლესობას. მათ იციან სად არის ჩვენი მომავალი. მათ იციან, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ომისა და რუსეთის სხვა არაერთი მცდელობისა მიუხედავად შეეცვალა საქართველოს გეზი, წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს.
26 ოქტომბრის დაგეგმილი არჩევნები იქნება გადამწყვეტი. ძალიან ბევრი ძალა მუშაობს საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია. ჩვენს ამ მომავალს იცავს უკრაინა, როდესაც ახლა უკრაინა იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის და ასევე საქართველოს თავისუფლებისთვის. ევროპის ბედი იქნება განსაზღვრული უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვაში, საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.