,,მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, გავგზავნით ბრიუსელის მთავარ მოედანზე” – ორბანი

„ბრიუსელი მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, გავგზავნით ბრიუსელის მთავარ მოედანზე“, – გააცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში გამოსვლისას.

„თუ ბრიუსელი დაჟინებით განაგრძობს ჩვენი დასჯის გადაწყვეტილებას, ის მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, ბრიუსელის მთავარ მოედანზე მივიყვანთ“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბუდაპეშტი ევროკავშირის თავშესაფრის წესების დარღვევისთვის 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ორბანმა, ასევე, განაცხადა, რომ ევროპაში „თავისუფალი მოგზაურობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება“, რაშიც მან იგულისხმა გერმანიის გადაწყვეტილება ქვეყნის საზღვრებზე დროებით კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით და ასევე, საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის პოზიცია საფრანგეთის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე.

მისი აზრით, „ყველაფერი რაც მათ უნდა გაეკეთებინათ“ ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად იყო მიებაძათ უნგრეთის მაგალითისთვის მიგრანტების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები