ტაილანდში სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა. ბანგკოკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია 16 მოსწავლე და სამი მასწავლებელი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შემთხვევას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პაეტონგტარნ შინავატრას ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.