6 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში ცხოველების მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მოახდინონ

6 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) ცხოველების მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ შეთავაზებული მომსახურების ფარგლებში, საკუთარი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მოახდინონ.

აღნიშნული მომსახურებით სარგელობისას მეპატრონე იხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს – 19 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით) ხოლო რეგისტრაცია უფასოა.

აუცილებელია, რომ რეგისტრაციისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!

იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ მეპატრონედ ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი. ასევე, სავალდებულოა, რომ შემდეგ ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.

ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.

მსგავსი თემები