ისრაელმა ლიბანში მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო

ისრაელმა ლიბანში, ,,ჰეზბოლას” წინააღმდეგ, მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო. როგორც ცნობილია, ისრაელმა ჩრდილოეთის სამი თემი ,,დახურულ სამხედრო ზონად” გამოაცხადა.

პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ შეერთებულ შტატებს ლიბანში რამდენიმე ოპერაციის, მათ შორის სახმელეთო ოპერაციების შესახებ აცნობა.

აქვე, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელს ,,ჰეზბოლასგან” თავდაცვის უფლება აქვს.

მსგავსი თემები