“ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ გვაცნობა” – მილერი

“ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ გვაცნობა” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მილერმა აღნიშნა, რომ  ისრაელს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს.

„მათ რამდენიმე ოპერაციის შესახებ გვაცნობეს. ამ დროისთვის, მათ გვითხრეს, რომ ესენი მცირე მასშტაბის ოპერაციებია, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ამ საკითხზე მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“ – განაცხადა მეთიუ მილერმა.

 

 

 

მსგავსი თემები