“საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის”- გერმანიის პრეზიდენტი

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერსტინ გამელინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამავე ცნობით, გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის.

„დღეს, ბერლინში პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა პროევროპული პოზიციისთვის მას მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს შეფერხების გამო მწუხარება გამოხატა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის“ – წერს სერსტინ გამელინი.

 

,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მსგავსი თემები